ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ტოტალიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ტოტალიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პასკალ ლოტასი სტატიაში ბრიუსელის მიერ სანქცირებულ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც სიაში განსხვავებული აზრის გამო მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი შვეიცარიის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, ანალიტიკოსი და პოლიტიკური კომენტატორი ჟაკ ბოდია, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები 15 დეკემბერს დაუწესა. მანამდე კი მისი ბედი პოპულარულმა ფრანგმა ჟურნალისტმა კსავიე მორომ და აქტივისტმა ნატალი იამბმა გაიზიარეს. ლოტასის თქმით, სანქცირებულთა საქმიანობა წევრ ქვეყნებში კანონით არ იკრძალება, თუმცა დრაკონული სისტემის პირობებში, რომელიც ბრიუსელმა შექმნა, მათ თავის დაცვის უფლება არ ეძლევათ. სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს ბანკები უყინავენ ანგარიშებს, საკრედიტო კომპანიები აუქმებენ ბარათებს, მათ ეკრძალებათ ევროკავშირთან აფილირებულ კომპანიებთან ან მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე არც ერთ ბიზნესს არ აქვს უფლება მათთან რაიმე სახის ურთიერთობაზე. თეორიულად, ეს იმასაც კი ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ პურისა და სხვა აუცილებელი საარსებო საშუალებების შეძენა
