ტრაგედია ახალ წელს
ტრაგიკულად დაიწყო 2026 შვეიცარიისათვის, ქვეყანაში გლოვაა. უბედური შემთხვევა სამთო კურორტზე, ბარში მოხდა, სადაც ჭერს ცეცხლი გაუჩნდა და იქ მყოფთა უმეტესობამ ცოცხლად გამოსვლა ვერ შეძლო. სათხილამურო ზონაში მდებარე ეს ბარი განსაკუთრებულად პოპულარულია თინეიჯერებისათვის. ბოლო მონაცემები ასეთია: დაიღუპა 40 ადამიანი, ნაწილის იდენტიფიცირება მოხერხდა. 119 დაშავებულიდან 113 -ის წარმომავლობა ცნობილია. უმეტესობა-71 შვეიცარიის მოქალაქეა, 14 ფრანგი, 11 იტალიელი.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
