პლასტმასის გამოყენების რეგულირება
ცვლილება , რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, ასევე ევროკავშირით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი გახლავთ. საქართველოში უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისაგან დამზადებული ნივთების იმპორტი და ბაზარზე განთავსება. პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებით ან ჭიქებით მზა სურსათის მიწოდებაც აღარ შეიძლება. ეს შეზღუდვა არ ეხება ექსპორტისთვის დამზადებულ პროდუქციას. უკვე არსებული ნივთების გამოყენება კი მომდევნო 6 თვის განმავლობაშია დასაშვები.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
