ახალი წელი
მსოფლიოს აღმოსავლეთით დიდ ნაწილში 2026 წელი უკვე დადგა. პირველად ახალი წელი წყნარ ოკეანეში, კუნძულოვან სახელმწიფო კირიბატიზე იზეიმეს, შემდეგ კი ახალმა ზელანდიამ. ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკითა და სინათლის შოუთი ახალ წელს უკვე შეხვდნენ ავსტრალიაში, ასევე ტრადიციულად ასობით ათასი ადამიანი სიდნეის სანაპიროზე შეიკრიბა. ახალი წელია სამხრეთ კორეაში. სეულში ძველი წელი ბუდისტური ტრადიციით გააცილეს და ახალს ფოიერვერკით შეხვდნენ. სეულის ცენტრში 33-ჯერ ჩამოკრეს ბრინჯაო ზარიც. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ითვლება, რომ ზარების რეკვა განდევნის ყველაფერ ცუდს და მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს. 2026 წელი უკვე უახლოვდება ევროპას, ჩვენთან უკვე პირველი იანვარი იქნება, როცა 2026 წელს შეხვდებიან ამერიკასა და კანადაში. მსოფლიოში ყველაზე დიდხანს 2026 წელს დაელოდება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო სამოა. იქ ახალი წელი პირველ იანვარს თბილისის დროით 15:00 საათზე დადგება
