გენერალური პროკურორი თანამშრომლებს შეხვდა
გენერალური პროკურორი თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. მადლობა გამოეცხადა საქართველოს პროკურატურის 156 თანამშრომელს - 110 პროკურორს, 22 გამომძიებელს და 24 თანამშრომელს. პროკურატურის 23 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება კი ქუთაისის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროს იზოლდა გოდერიძეს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორ დავით ჩხარტიშვილს და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას მიენიჭათ. დაჯილდოვდნენ სამკერდე ნიშნით
