სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ის უფროსმა ხელი მოაწერა. დაზვერვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები და ამოცანები ხელს შეუწყობს სააგენტოს განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას. სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს. შეხვედრაზე სუსის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა. მამუკა მდინარაძემ თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
