გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ ევროპისთვის მომავალი 2026 წელი გადამწყვეტი იქნება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ ევროპისთვის მომავალი 2026 წელი გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირმა საკუთარი ინტერესები დამოუკიდებლად უნდა დაიცვას, რადგან შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა. მერცის თქმით, უკრაინაში ომი ევროპის უსაფრთხოებას განსაზღვრავს, ამიტომ სამხედრო გამოწვევებს ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით უნდა უპასუხოს.
