ბერლინერ ცაიტუნგის ცნობით, შვეიცარული ყოველკვირეული გამოცემის მთავარი რედაქტორი როჯერ კეპელი, შესაძლოა მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს
ბერლინერ ცაიტუნგის ცნობით, შვეიცარული ყოველკვირეული გამოცემის მთავარი რედაქტორი როჯერ კეპელი, შესაძლოა მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს. გერმანული გამოცემა წერს, რომ ბრიუსელის მხრიდან ეს გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა იქნება. ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრის კრიტერიუმი ბუნდოვანია, ამიტომ როჯერ კეპელი შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო გახდეს სანქცირებული, რომ ის ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს. მანამდე, გამოცემა ველტში კეპელმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის ბრიუსელის მიერ ევროკავშირის ღირებულების ღალატსა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე წერს. კეპელის თქმით ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად გარდაქმნის გზაზე დგას და მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა მიმდინარეობს.
