სოფელ კარალეთში გურგენაშვილების ექვსსულიან ოჯახს და ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილს კოტეჯები გადაეცათ
სოფელ კარალეთში გურგენაშვილების ექვსსულიან ოჯახს და ბნავისელ ალექსანდრე პავლიაშვილს, რომელიც წლებია ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს, კოტეჯები გადაეცათ. გორის მერიამ წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა. პროგრამა უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას ითვალისწინებს.
