„სთარინგ ჯორჯიას“ საერთაშორისო აღიარება და სტატია საქართველოზე
„სთარინგ ჯორჯიას“ საერთაშორისო აღიარება და სტატია საქართველოზე. „როგორ შეცვალა ერთმა კომპანიამ საქართველოს კულტურული ლანდშაფტი“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა „სთარინგ ჯორჯიას“ შესახებ სტატია. წერია მსოფლიო დონის მუსიკოსების ჩამოსვლაზე ჩვენს ქვეყანაში. „სთარინგ ჯორჯიას“ ხელმძღვანელები მადლობას უხდიან შედეგისთვის გუნდს, პარტნიორებსა და სახელმწიფოს. ამიკო ჯანელიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 9 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი ამ საქმეს.
