თბილისსა და ბათუმში მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავა
თბილისსა და ბათუმში მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები დააკავა. გადამოწმდა კონკრეტული ადგილები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. ბათუმში დაკავებული უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა. დაკავებულები თურქეთის მხარეს გადასცეს. ნაწილის მიმართ კი, მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.
