2025 წელი პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა
გამოწვევებთან უკომპრომისო ბრძოლა, კორუფცია და ნარკოდანაშაული. განათლების რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური ზრდა - ყველა მიმართულებით ხელისუფლებას კონკრეტული შედეგები აქვს. ეფექტიანი მუშაობა კი უზრუნველყო მათ შორის მართვის სისტემის ცვლილებამ. 2025 წელი პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა. ხელისუფლებამ წელსაც აღკვეთა რევოლუციის მცდელობები და შეინარჩუნა მშვიდობა. ირაკლი კობახიძემ, მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოსამსახურეს, ყველას, ვინც სახელმწიფო სამსახურში დგას.
