სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. განკარგულება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო ერთობლივად შეისწავლიან პროდუქტზე ფასების მატების საკითხს.
