ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, დარგის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ესაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, დარგის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ესაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს.
