პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
