დონალდ ტრამპის თქმით, მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას გეგმავს
დონალდ ტრამპის თქმით, მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას გეგმავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტაივანის გარშემო ჩინეთის მაშტაბური სამხედრო წვრთნის შესახებ კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან კარგი ურთიერთობა აქვს და მიიჩნევს, რომ სი ძინ პინი ტაივანს თავს არ დაესხმება.
