რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსს სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ გადასცა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსს სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ გადასცა. ის ბელარუსის ტერიტორიაზე საბრძოლო პატრულირების შემადგენელი ნაწილი იქნება. „ორეშნიკი“ საშუალო სიხშირის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსია, რომელიც რუსეთმა პირველად უკრაინაში გასულ წელს გამოიყენა. კომპლექსის მართვისთვის ბელარუსმა სამხედროებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს.
