განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კახეთში, კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კახეთში, კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. გივი მიქანაძემ, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში 2025 წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ, ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა.
