პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა
11 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში საქპატენტის ორგანიზებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მონაწილეობით, პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა. წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდებში, რომლებიც ორ ეტაპად გაიმართა, 50 კანდიდატი მონაწილეობდა, გამოცდის ორივე ეტაპი წარმატებით 28 კანდიდატმა გაიარა. რეფორმა მიზნად ისახავს პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის მოდერნიზაციას, პროფესიის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
