თოვლისგან დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში
თოვლისგან დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. რვა სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. ქალაქის ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, მუშაობს 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.
