დიდთოვლობაა აჭარის მაღალმთიან სოფლებში
დიდთოვლობაა აჭარის მაღალმთიან სოფლებში. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.
