გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა დიდთოვლობამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში
გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა დიდთოვლობამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. გზის გაწმენდისა და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს. აქტიურად იწმინდება მუნიციპალიტეტების ცენტრალური ქუჩები. გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ცაგერსა და ლენტეხში. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ამბროლაურისა და ონის მხოლოდ ქალაქის ნაწილში.
