ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობა ის საფასურია, რომლის გაღებაც უკრაინას არ შეუძლია, მისი თქმით, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია ომის დასრულების მოლაპარაკებებში და რჩება ერთადერთ პუნქტად, სადაც უკრაინისა და რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
