რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, ნოვგოროდში პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მცდელობის შესახებ, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოკერი გამოეხმაურა
რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, ნოვგოროდში პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მცდელობის შესახებ, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოკერი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოსკოვი ამას მხოლოდ სიტყვებით ამტკიცებს, ფაქტებით კი ამ დრომდე არ ადასტურებს. უოკერი მიიჩნევს, რომ თუკი თავდასხმა მართლაც მოხდა, ამაში საკვირველი არაფერია. მით უმეტეს, რომ ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, თავად პუტინის რეჟიმი კი კიევსა და უკრაინის სახელისუფლებო შენობებზე თავდასხმებს არ ერიდება.
