უკანონო თევზჭერის აღკვეთა
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. მდინარე მტკვრიდან ამოღებულია საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე, ე.წ ოჩხი. თევზმახეებში გაბმული სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 150 კილოგრამი თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს.
