სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 ადამიანი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
