ოთარ რომანოვ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ოთარ რომანოვ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მას ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს. ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძების შეფარდების შემდეგ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს.
