ბათუმში ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები
ბათუმში ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სამი შეტყობინება. პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ივანე მესხის ქუჩაზე, ხოლო ფასადი - ფიროსმანის ქუჩაზე. გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე არსებულ პრომენადზე შტორმის შედეგად გამოირიყა ხრეში. გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
