ინტენსიურად თოვს ხულოში - თოვლის საფარი დაბალ ზონაში ერთ მეტრს აღწევს
ინტენსიურად თოვს ხულოში. თოვლის საფარი დაბალ ზონაში ერთ მეტრს აღწევს, ხოლო მაღალ ზონაში მეტრ ნახევარს აჭარბებს. აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ხულოს მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
