ძლიერმა თოვამ და ყინვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
ძლიერმა თოვამ და ყინვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას. საგანგებო რეჟიმით მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახური. დაზიანების ადგილებზე რჩებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიის“ დამატებითი ბრიგადები.
