კრემლში აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ თავისი შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გაიყვანოს
კრემლში აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ თავისი შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გაიყვანოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ეს მათთვის ერთ-ერთი პირობაა. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ცალკეულ პუნქტებზე საჯაროდ საუბარს მოსკოვი არ გეგმავს.
