თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე განიხილეს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ბაღებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების საკითხი.
