ფოქს ნიუსი მარ-ა-ლაგოში ამერიკისა და უკრაინის ლიდერების სამიტის შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარის დანიშვნას არ გამორიცხავს
ფოქს ნიუსი მარ-ა-ლაგოში ამერიკისა და უკრაინის ლიდერების სამიტის შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარის დანიშვნას არ გამორიცხავს. მედიამ ცნობა ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ფოქს ნიუსი წერს, რომ ზელენსკი-პუტინის საუბარი დონალდ ტრამპის დიპლომატიური გამარჯვება იქნება, რადგან ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან კონტაქტი 2020 წლის ივლისის შემდეგ არ ჰქონიათ.
