პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაური სამართალდამრღვევად ცნო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაური სამართალდამრღვევად ცნო. გაფრთხილებასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაევალა გამოქვეყნებული სტატუსის წაშლა. საუბარია რუსთავი ორის ჟურნალისტის მიმოწერის გასაჯაროებაზე, სადაც შესაძლებელი იყო პირადი მონაცემების იდენტიფიცირება. ქრონიკა დაუკავშირდა ეკა გიგაურს, თუმცა ის ტრადიციულად სატელეფონო ზარებს არ პასუხობს
