ოთარ რომანოვ ფარცხალაძე პასუხისგებაში მიეცა
ოთარ რომანოვ ფარცხალაძე პასუხისგებაში მიეცა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია დანაშაულის უშუალო შემსრულებელი გელა უძილაური, რომელსაც სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც წარსულში რეგისტრირებული იყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი
