აჭარის პოლიციამ, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავა
აჭარის პოლიციამ, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავა. აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ. უზრუნველყოფდნენ კლიენტების მოზიდვას, გამომუშავებული თანხების მიღებასა და განაწილებას. დახურულია 12 ობიექტი
