დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ 70 მილიონი დოლარის ოდენობით თანამედროვე საარტილერიო მობილური ჯავშანმანქანების ერთობლივი შესყვიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს
დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ 70 მილიონი დოლარის ოდენობით თანამედროვე საარტილერიო მობილური ჯავშანმანქანების ერთობლივი შესყვიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. საქმე ეხება სამ სამხედრო მანქანას, რომელსაც მოძრაობის დროს 70 კილომეტრის მანძილზე სამიზნის განადგურება შეუძლია. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ გარიგების შედეგად, დიდი ბრიტანეთის არმია სადემონსტრაციო ერთ მოდელს მიიღებს, დანარჩენი ორი კი გერმანიაში გამოცდებისთვის იქნება განკუთვნილი.
