რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ მირნოგრადის დაკავების დამამტკიცებელი ვიდეომასალა გაავრცელა
რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ მირნოგრადის დაკავების დამამტკიცებელი ვიდეომასალა გაავრცელა, ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი რუსი სამხედროები ქალაქში რუსულ დროშას აფრიალებენ, ცნობა ქალაქის დაკავების შესახებ რუსეთმა წუხელ გაავრცელა, თუმცა ის კიევმა უარყო. მირნოგრადის პარალელურად რუსეთი ხარკოვის ოლქის სტრატეგიული ქალაქის კუპიანსკზე კონტროლის მოპოვების შესახებაც იუწყება.
