ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეერთებულ შტატებშია
ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეერთებულ შტატებშია. უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპი ფლორიდის რეზიდენციაში თბილისის დროით საღამოს 10 საათზე უმასპინძლებს. მოლაპარაკებების მთავარი საგანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 4 წლის წინ წამოწყებული ომის დასრულება იქნება. მხარეები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება. ასევე, მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც უკრაინისათვის შტატების მიერ შემუშვებულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.
