სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“ თბილისის 30-ე სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებთან ერთად ატარებს. ადგილზე მისულებს, ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ხვდებათ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
