ბაჩო ახალიას აღიარება, სადაც მან თანამებრძოლები დანაშაულში პირდაპირ ამხილა
ბაჩო ახალიას აღიარება, სადაც მან თანამებრძოლები დანაშაულში პირდაპირ ამხილა, არ უკვირთ „ქართულ ოცნებაში“. როგორც ამბობენ, ეს რადიკალების ჩვეული სტილია. რადიკალების დაგეგმილი და ვერ შემდგარი გადატრიალების გეგმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დეტალურად, წუთობრივი სიზუსტით გაშიფრა. ბაჩო ახალაიას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, დამხობის სცენარის ყველა მონაწილესთან. თუმცა 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ახალაიამ გადატრიალების საქმეში მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის ბრალეულობა აღიარა, თავად კი საქმიდან გამიჯვნა სცადა. ამ ყველაფერმა კი სააშკარაოზე სწორედ მისი ბრალეულობა გამოიტანა. გადატრიალების გეგმის ჩავარდნა კი ახალაიამ დააბრალა აქციაზე მყოფი ადამიანების გაუბედაობას, სწორედ ეს მორიგი აღიარება ადასტურებს „ქართული ოცნებისთვის“, რომ პროცესებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა.
