საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს. სეზონის ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს ნიგერიელი ლეგიონერი ბიორნ იონსენი გახდა, რომელმაც ასევე საუკეთესო თავდამსხმელისა და ბომბარდირის პრიზები დაიმსახურა. საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და მწვრთნელის ნომინაციებში კი ჩემპიონი გუნდის იბერია 1999-ის წევრებმა, შესაბამისად გიორგი მაგარიძემ, გიორგი ჯგერენაიამ, გიზო მამაგეიშვილმა და გუგა ნერგაძემ გაიმარჯვეს. ქალთა შორის საუკეთესო ნიკე ლუსოდან თეონა ბაქრაძე, ხოლო ბომბარი კესო მეტონიძე გახდა. ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი გაგა კირკიტაძემ მიიღო.
