ავტოსაგზაო შემთხვევას გვატემალაში 15 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევას გვატემალაში 15 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პანამერიკულ ავტომაგისტრალზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსმა მართვა დაკარგა და ხევში გადაიჩეხა. ვარაუდობენ, რომ ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ამინდის პირობებია. ინციდენტი გზის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც ხშირი ნისლით არის ცნობილი, რაც მძღოლებისთვის ხილვადობას საგრძნობლად ამცირებს.
