ზამთრის შტორმმა და მის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ აშშ-ში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია
ზამთრის შტორმმა და მის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და შტატების ჩრდილო აღოსავლეთ ნაწილში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. თოვლისა და ყინვის გამო, შეფერხებებია საავიაციო და საავტომობილო რეისებზე, მარტო ნიუ იორკში ათსობით შიდა ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. ეს კი იმის ფონზე, რომ შობა-ახალი წლის პერიოდი შეერთებულ შტატებში შიდა მიგრაციის ყველაზე აქტიური დროა. სინოპტიკოსების თქმით, ბოლო რამდენიმე საათში თოვლის სახით 15-დან 25 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა, რაც 2022 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
