დღეს ფლორიდაში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს
დღეს ფლორიდის პალმ ბიჩში, დონალდ ტრამპი მარ ა ლაგოს რეზიდენციაში, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით, საღამოს 10 საათზე დაიწყება. ფლორიდაშია უკვე უკრაინული დელეგაცია, რომლის შეადგენლობაშიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა არიან. მოლაპარაკებების მთავარი საგანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 4 წლის წინ წამოწყებული ომის დასრულება იქნება. მხარეები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება. ასევე, მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც უკრაინისათვის შტატების მიერ შემუშვებულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.
