თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო თანამედროვე საგამოფენო სივრცეები და გაუმჯობესდა ექსპონატების დაცვის პირობები. ის რეგიონის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და კულტურულ ტრადიციებს ასახავს. განახლებული ინფრასტრუქტურა გაზრდის მუზეუმის მიმზიდველობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
