რადიკალების მორიგი მავნელობა სურსათის დაბალი ფასების წინააღმდეგ
რადიკალების მორიგი მავნელობა სურსათის დაბალი ფასების წინააღმდეგ. ქაოსში მყოფი ოპოზიციის ისტერიულ კამპანიაში ოპოზიციური მედიაც ჩაერთო. იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ჯერ მხოლოდ ინიციატივა, რამდენიმე დღის წინ გააჟერა, ისინი ხელოვნურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბაზარში გაიაფებულ ფასებს ეძებენ. საქმე კი რეალურად კოლექტიური ნაცმოძრაობის ფინანსურ ინტერესშია, რადგან პროდუქტებზე მაღალ ფასებს, სწორედ ოპოზიციასთან დაკავშირებული კომპანიები აწესებენ. მაგალითად, ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანია, 14%-იანი მოგებით, მამუკა ხაზარაძის მფლობელობაშია, შპს „მეგაკო თრეიდი“ კი ფასნამატიდან მიღებულ თანხებს პარტია „ლელოს“ სწირავს. ასევე ხაზარაძის პარტნიორია ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე „მონდელიზი“. მთავრობის გადაწყვეტილებით ეფექტიანი მუშაობის შედეგად პირველადი საჭიროების პროდუქციაზე ფასების შემცირება უნდა მოხდეს.
