სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2025 წლის ლაურეატები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. საუკეთესო ფეხბურთელად, როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 5 ტიტული მოიგო. საუკეთესო ქალი ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი თეონა ბაქრაძემ მიიღო, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ გიორგი კვერნაძე აღიარეს. ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედლები ექვსმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ანდრია ბართიშვილმა, ლუკა შარიქაძემ, საბა ავდოევმა, საბა ხარებაშვილმა, გიორგი გვასალიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა მიიღეს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სპორტის მინისტრი ესწრებოდნენ.
