რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. შესრულდა როგორც ქართველი ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ღონისძიებაზე გუნდმა საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად შეასრულეს: იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, ზვიად ბოლქვაძის ვახტანგ კახიძის და კიდევ სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
