იტალიაში დაჯგუფება „ჰამასის“ დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი დააკავეს
იტალიაში დაჯგუფება „ჰამასის“ დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი დააკავეს. გაცემულია კიდევ 2 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. სამართალდამცავი უწყების ცნობით, მათ ღაზის სეტორში პალესტინასა და ისრაელში ბაზირებული, ჰამასთან დაკავშირებული ან დაჯგუფების დაქმევდებარებაში მყოფი ორგანიზაციების დაფინანსებაში ედებათ ბრალი. საუბარია დაახლოებით 7 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე. პოლიციის ცნობით, საქმეში ფიგურირებს 3 გაერთიანება, რომლებიც ოფიციალურად პალესტინელებს ეხმარებოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ფარულად აფინანსებდნენ „ჰამასს“. დაკავებულთა შორის არის იტალიის პალესტინელთა ასოციაციის პრეზიდენტიც.
